ფინანსები - Vogue-ის ათეულში საქართველო N1 ქვეყანაა, რომელსაც 2017 წელს უნდა ესტუმრო

გამოცემა Vogue-მა საქართველო იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომელსაც 2017 წელს აუცილებლად უნდა ესტუმრო.

ათეულში საქართველოს პირველი ადგილი ერგო. როგორც Vogue წერს, ქართული კერძები და ღვინო - ერთ-ერთია, რის გამოც საქართველო აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო მოთხილამურეებისა და სნოუბორდის მოყვარულთათვის ახალ ზამთრის კურორტად ყალიბდება.

საქართველოს გარდა, Vogue-ის ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ შრი-ლანკა, მალაიზია, ტრინიდადი და ტობაგო, ომანი, მადაგასკარი, აშშ-ის შტატი აიდაჰო, იორდანია, დანიის ქალაქი ორჰუსი და კოლუმბია.