სპილენძის და ფერწერული თიხის ნაკეთობები, ფარნები, მოზაიკური ხალიჩები, ოქროს ბიზანტიური სტილის სამკაულები, და სხვა თვალისმომჭრელი საქონელი თითქოს მეტოქეობით ცდილობენ მიიპყრონ თქვენი ყურადღება ამ 15-ე საუკუნის დროინდელ თაღოვან დერეფნებში. მას შემდეგ ეს ადგილი გაფართოვდა და გახდა მზარდი ტურისტული ადგილი, თუმცა ადგილობრივებიც საკმაოდ არიან წარმატებულ შენაძენზე მონადირე მილიონებს შორის. წარმატებულად რომ ივაჭროთ, საწყისისთვის შესთავაზეთ უჩვეულოდ დაბალი ფასი და ნუ შეგეშინდებათ უარის თქმა. და თუ სასურველი მოგება ნახეთ, შეისვენეთ და გემრიელად მიირთვით თურქული ქაბაბი ან ფინჯანი ძლიერი ყავა.
წყარო: სავაჭრო ცენტრი დიდი ბაზარის დირექცია, სტამბოლი, თურქეთი (Istanbul, Turkey), გოჩა მახარაძე, ტურისტი.GE © 2016