ეკონომიკა - საქართველო ტურისტული მიმართულებების ათეულში პირველია
Vogue-მა 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა - ტოპ ათეულში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.
"საქართველო ძალიან პოპულარულია საუცხოო ღვინით. ქვეყანაში ბევრი საინტერესო სანახაობაა. თბილისი ახალგაზრდებისთვის ბრუკლინის სტილის გასართობი ცენტრია. ქვეყანა ცნობილია ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის. საქართველო მზადაა, იქცეს მოთხილამურეების და სნოუბორდის მოყვარულების ცენტრად. ზამთრის სპორტის მოყვარულებს კავკასიონის მთების ხელშეუხებელი რელიეფი იზიდავს", წერს ჯენ მერფი.
საუკეთესო ათეულში არიან ომანი, მალაიზია, მადაგასკარი, შრი ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო(აშშ), იორდანია, დანია, კოლუმბია.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.