ყველაზე ცხელ მიმართულებებს შორის, VOGUE-ის 2017 წლის ათეულში საქართველო პირველ ადგილზეა
მოგზაურებისთვის 2017 წლის „ყველაზე ცხელი მიმართულებების“ ათეულში, გამოცემა VOGUE-ი საქართველოს პირველ ადგილზე ასახელებს.
როგორც გამოცემა წერს, შესანიშნავი ღვინო არაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ტურისტები საქართველოს უნდა ეწვიონ, მოგზაურებს აქ მთელი მსოფლიოდან, საუკეთესო მუსიკოსების მოსმენა შეუძლიათ.
საქართველოსთან ერთად ათეულში მოხვდნენ ომანი, მალაიზია, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო, იორდანია, დანია და კოლუმბია.