მოგზაურობა - ჟურნალმა Vogue საქართველო 2017 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებად დაასახელა
პოპულარულმა ჟურნალმა Vogue-მა 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, სადაც ტოპ-ათეულში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.
Vogue-ის ჟურნალისტის, ჯენ მერფის თქმით, საქართველო ბოლო წლებში საუცხოო ღვინით ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ ღვინის გარდა, ქვეყანაში ბევრი საინტერესო სანახაობისათვის მოგზაურობენ. მისი თქმით, საქართველოს დედაქალაქი თბილისი ახალგაზრდებისთვის ბრუკლინის სტილის გასართობ ცენტრად იქცა დ აქვეყანა ცნობილი გახდა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის.
"საქართველო მზად არის მოთხილამურეებისა და სნოუბორდის მოყვარულთათვის ზამთრის ტურისტული მიმართულების ახალ ცენტრად იქცეს. ზამთრის სპორტის მოყვარულებს საქართველოში კავკასიონის მთების ხელშეუხებელი რელიეფი იზიდავს", - წერს ჯენ მერფი.
საქართველოს გარდა Vogue-ის საუკეთესო ათეულშია: ომანი, მალაიზია, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო (აშშ), იორდანია, დანია და კოლუმბია.