საზოგადოება - Vogue: საქართველო 2017 წელს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის პირველ ადგილს იკავებს
ჟურნალმა Vogue-მ 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, სადაც ტოპ-ათეულში პირველი ადგილი საქართველომ დაიკავა.
Vogue-ის ჟურნალისტის ჯენ მერფის თქმით, „საქართველო ბოლო წლებში, ღვინით ძალიან პოპულარული გახდა. საქართველოს დედაქალაქი თბილისი ახალგაზრდებისთვის ბრუკლინის სტილის გასართობ ცენტრად. ასევე საუცხოოა Rooms Hotel“.
საქართველოს გარდა Vogue-ის საუკეთესო ათეულშია შრი-ლანკა, ომანი,აიდაჰო (აშშ), მალაიზია, მადაგასკარი, , ტრინიდადი და ტობაგო, იორდანია, დანია და კოლუმბია.