ტურისტული საიტის დამზადება
TURIZMi.GE, TURISTi.GE იქნება ერთ-ერთი ტურისტული პლატფორმა...
*ამ დომენით სარგებლობა შესაძლებელია, მომწერეთ მეილზე...
Page is under development, which will be a platform for travellers...
*You can rent this domain, contact me to the Email...
Email: .comochagmax

სამოგზაურო ადგილების საუკეთესო ათეული

გასულ წელს, მოგზაურობის მოყვარულებმა ბინა დაიდეს რიოში ოლიმპიური თამაშებისთვის; კუბაში, იმიტომ რომ შეეძლოთ; და ბუნების საოცრებათა ამერიკის ეროვნულ პარკებში, გახსნიდან მე-100 წლისთავისთვის. 2017-ში, ისეთი ცხელი წერტილები, როგორიცაა შრი-ლანკა, კოლუმბია და ომანი, კვლავაც პოპულარული რჩება, თუმცა მოგზაურები ამ საკურორტო ადგილებზე მეტს ნახავენ. მსოფლიოს არაერთი ადგილი გახდა მარტივად მისაწვდომი. მაგალითად საქართველოს მწვერვალებში, ახალი, ვერტმფრენით მისადგომი სათხილამურო კურორტი და იორდანიის ახალი სალაშქრო ბილიკი, რომელიც გადაჭიმულია მდინარე იორდანის სრულ პერიმეტრზე. მალაიზიის სანაპიროები კუნძულებზე ვიეტნამისა და ტაილანდიდან გასვლის ახალი ალტერნატივაა. არის კარიბული ადგილიც კულტურული სიმრავლით, როგორც კუბაზე, და ნაკლები ხალხმრავლობით. თქვენ მოისურვებთ პასპორტის გამზადებას მადაგასკარზე ახალი აფრიკული ექსპედიციისთვის ან ევროპაში ჩრდილოეთური სიგრილის ახალი სამშობლოსთვის. და ბოლოს, თუ ამერიკა გსურთ, არის საინტერესო მთიანი დასახლება.

საქართველო, თბილისი 2017 ფოტო: Alamy

1. საქართველო

საქართველო უახლოეს წლებში წარმოჩნდა თავისი გამორჩეული ღვინის მარნით. თუმცა მხოლოდ ღვინის დაგემოვნება როდია აქ ვიზიტის მიზეზი. დედაქალაქი, თბილისი, თავისი ახალგაზრდა, კრეატიული კლასითა და ბრუკლინისებური ატმოსფეროთი, მეტად წარმოსაჩენი საინტერესო ადგილია. მანამ ქალაქის შთამბეჭდავ ხელოვნებას, მუსიკასა თუ სუფრას ეზიარებოდეთ შეგიძლიათ დაბინავდეთ უმაღლეს დიზაინერულ რუმს ჰოტელში. აქ რჩეული ადგილობრივი მუსიკალური კლუბი, ბასიანი, წარმოგიდგენთ ელექტრონული მუსიკის საუკეთესო შემსრულებლებს მსოფლიოდან, ხოლო ფაბრიკა - ადრე საბჭოური დროის სამკერვალო ქარხანა, ახლა კი მრავალფუნქციური კულტურული სივრცე - წარმოაჩენს ქალაქის ხელოვანებს. აქაური ქართული კერძები უფრო და უფრო პოპულარულია, რასაც ხელს უწყობს ისეთი ინოვაციური ნეო-ბისტრო რესტორნები, როგორიცაა მსოფლიო დონის ფრენჩ ლაუნდრის ყოფილი თანამშრმლის, ფრანჩესკო მანალოს, ლე მონტრაჩეტი. გარდა ამისა, რუმს ჰოტელისა და ყაზბეგი ჰელიკოპტერსის თანამშრომლობით, სათხილამურო სპორტისა და სნოუბორდის პროფესიონალთათვის საქართველო ხდება სიახლე თავისი კავკასიის მთების ხელუხლებელი ლანდშაფტებით.

ომანი 2017

2. ომანი

წლების მანძილზე, ევროპელებისთვის, კონკრეტულად კი ბრიტანელებისთვის, ომანი იყო უალტერნატივო დასასვენებელი ადგილი შუა აღმოსავლეთში. ამერიკელებმა მხოლოდ ახლახანს შენიშნეს ამ ქვეყნის ბუნების და კულტურის ღირსშესანიშნაობები. ძვირი დუბაის საპირისპიროდ, ომანი გვთავაზობს ბუნების ისეთ საოცრებებს, როგორიცაა თვალწარმტაცი უდაბნო, ხელუხლებელი სანაპირო ზოლი და უსწორმასწორო მთები. გასულ წელს, აქ ყურადღება ირგუნა საინტერესო ქვიშაქვიანმა მთებმა და ჩრდილოეთით მარტოდ დარჩენილმა ნაპირებმა, რაშიც წვლილი მიუძღვით ლუქს სასტუმროებს - სიქს სენს ზიგი ბეი, ალილა ჯაბალ ახდარი, და ახალი ანანტარა ალ ჯაბალ ალ ახდარი, რომელიც გაიხსნა ამ ოქტომბერს და განთავსებულია შთამბეჭდავად საიქის პლატოზე. ნოემბერში, იუნესკოს მიერ დაცულ ალ ბალიდის არქეოლოგიურ მხარეში გახსნილი, ანანტარას ალ ბალიდის კურორტი სალალა, იმის ნიშანია, რომ ტურისტები მზად არიან ესტუმრონ სამხრეთს. ჩრდილოთით და სამხრეთით საოცარი უდაბნოს დალაშქვრისთვის კოორდინირებას გაგიწევთ ომანის ექსპერტები ჰადჰად თრეველსიდან.

მალაიზია, ლონგკავი 2017ფოტო: Alamy

3. ლონგკავი, მალაიზია

ტაილანდმა და ვიეტნამმა, შეიძლება ითქვას, ტრადიციულად მოიპარეს მხედველობის არე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მიუხედავად ამისა მალაიზიის სამზარეულო, ხელოვნება, არქიტექტურა და სანაპიროები, მათსაზე არანაკლებად ფანტასტიურია. ლონგკავი მალაიზიის დასავლეთით მდებარე 99 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია, და არაფერი უშლის ხელს, ქვეყანა წარმოაჩინოს ტურისტულ რუკაზე. ქვეყნის პირველი სრულ-სერვისიანი კურორტი აქ სენტ რეგისის ბრენდმა გახსნა ბილ ბენსლის დაპროექტებული რესტორნით და კუნძულის უდიდესი, საცურაო ლაგუნით. მომავალ ზაფხულს, ბრენდი რიც-კარლტონი ხსნის 90-ნომრიან 30 ვილას სპა მომსახურებით, რომელიც კონკურეციას გაუწევს ტაილანდის ცნობილ გამაჯანსაღებელ კომპლექსსაც კი.

მადაგასკარი 2017

4. მადაგასკარი

აფრიკაში მხოლოდ ცნობილი ცხოველები როდია ველური ბუნების სტუმრობის ღირსი. მადაგასკარზე არსებულ სახეობათა 75 პროცენტი მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება, რაც კუნძულს აფრიკულ გალაპაგოსად აქცევს. მომავალ წელს კუნძულზე, ნოზი ანკაო, მიავანას გახსნა ქვეყნისთვის იქნება პირველი მაღალი კლასის კურორტი ველურ ბუნებაში სტუმრობისთვის. ეს კერძო საკუთრება და ბუნების ნაკრძალი ახლიდან შექმნის ტრადიციულ აფრიკულ თავგადასავლებს, ლემურების დამგზავრებით მიწაზე და მის ირგვლივ არსებული საზღვაო "ცისფერი აფრიკით". დამატებითი თავგადასავალი კი მეზობელ კუნძულზეა, სეილინგ კოლექტივის შვიდღიანი კრუიზით არქიპელაგზე ნოზი ბი, რომელსაც მოიცავს ეპიკური დაივინგის ადგილი, ტრადიციული სოფლები, ლემურთა სამყოფელი და საოცნებო, უკაცრიელი სანაპიროები.

შრი-ლანკა 2017

5. შრი-ლანკა

გასული ხუთი წელია, ვოგი შრი-ლანკას ტურისტულ ადგილებში ასახელებდა და ტურისტების არჩევანი მუდამ მის სანაპიროებზე ჩერდებოდა (რასაც კარგი მიზეზიც აქვს). აქ მზე და სერფინგი კვლავაც დარჩება ძირითად მიმზიდველობად, განსაკუთრებით ახალი მყუდრო ნაპირებით, რომელთაგან ერთ-ერთია ახლახან გახსნილი კკ ბიჩი სამხრეთ სანაპიროზე ქალაქ გალეს მახლობლად. თუმცა 2017-ში, შრი-ლანკა გახდება ახალი და აქტიური გამაჯანსაღებელი კურორტი როგორც ინდოეთი, კალიფორნია და ტაილანდი, რაც ისეთი მოწინავე დაწესებულებების დამსახურებაა, როგორიცაა სანტანი და ტრი. მიმზიდველობა ხდება ასევე თვით ქვეყნაც თავისი ველური ბუნებით. მაგალითად, მომავალ ოქტომბერში აქ, იალას ეროვნულ პარკთან, იხსნება კარვისებური სახლების კომპლექსი რესპლენდენტ ცეილონის ველური სანაპიროს კარავი.

ტრინიდადი და ტობაგო 2017ფოტო: Alamy

6. ტრინიდადი და ტობაგო

2017-ში, კუბა, რათქმა უნდა არ დაკარგავს აქტიურობას, და ასევე ორგანიზებისთვის, სირთულეს. თუმცა ცვილებები მოსალოდნელია, ეს ხვალ არ მოხდება. კუბაზე გამგზავრების "ციების" ასარიდებლად ეწვიეთ ტრინიდადი და ტობაგოს. კუნძულის ველური ბუნებისა და კულტურული სიმრავლის უნიკალური ნაზავი, ქმნის ტიპიური კარიბულ სანაპიროზე დასვენების ახლებურ ალტერნატივას. ელ კამინო თრეველის პერსპექტიული მფლობელი კატალინა მეიორგა, იმდენად მოიხიბლა გასულ წელს აქ თავისი ვიზიტით, რომ დაუყოვნებლივ შექმნა ტური 2017 წლისთვის. ერთკვირიანი მოგზაურობა მოიცავს ქვეყნის კულტურის გაცნობას, ჯუნგლებში თავგადასავლებს, და განცხრომას სანაპიროზე.

აშშ, აიდაჰო 2017ფოტო: Alamy

7. აიდაჰო

ყურადღება აიდაჰომაც მიიქცია. მისი დედაქალაქი, ბოისე, შეიძლება არ ფლობს ეის ჰოტელსის სასტუმროს, თუმცა იგი ახერხებს ამერიკის ყველაზე სასურველი მეორე კლასის ქალაქთა შორის ყოფნას თავისი მოდერნისტული ჰოტელ-ბარებით, ინდი კაფეებით, შემოქმედებითი ცენტრებით, სალიქიორე წარმოებით, და ხარისხიანი ლუდის ჩამოსხმით. გარდა ამისა, აქ წარმოუდგენელი მისაწვდომობაა ქალაქის შემოგარენზე. მათ შორისაა 300 კმ-იანი სალაშქრო, სარბენი და ველო ბილიკი ბოისეს მთისძირებსა და ბორცვებზე. ჰემინგუეის საყვარელ მზის ხეივანს, რომელიც ხშირად მხედველობიდან რჩებათ თვალისმომჭრელი მთიანი დასახლებების - თელურიდის, პარკ სიტის, და ჯექსონ ჰოულის გამო, რენესანსი აქვს. ამერიკის პირველი სათხილამურო კურორტი გვთავაზობს საუკეთესო სასრიალო გზებს შტატებში და თანაც, არ კარგავს მთიანი ადგილის სიმყუდროვეს (ასპენი 60-იანებში). ორი ათწლეულის შემდეგ, დეკემბერში, პირველი ახალი სასტუმროს, ლაიმლაით კეტჩამის გახსნა აქაურ მთებს ახალგაზრდულ ძალებს შემატებს. და ამ მარტში მზის ხეივანის კურორტი უმასპინძლებს შტატების ალპურ ტურნირს პირველად 1951 წლიდან. გარდა ამისა, კომპანია სელკირკ პოვდერმა დაანონსა სავერტმფრენო სამთო-სათხილამურო ტურები ჩრდილოეთ აიდაჰოს შვაიცერის მთებში, რაც დამსვენებლებს გზას უხსნის მიუვალი და ფეხდაუდგმელი ამერიკული სელკირკის ზონაში.

იორდანია 2017

8. იორდანია

ბუნებაში სეირნობის მოყვარულმა ენთუზიასტებმა და პილიგრიმებმა, რომლებიც ეძებენ ესპანეთის ლეგენდარული კამინო სანტიაგოს ალტერნატივებს, უნდა გაითვალისწინონ იორდანია. 40 მოხალისის ხუთწლიანი შრომა იორდანის ბილიკის გაყვანაზე დასრულებულია, რაც მდ. იორდანეს მთელ სიგრძეზე გასდევს და მოიცავს ყველაზე მრავალფეროვან ტერიტორიებს, ჩრდილოეთის ხმელთაშუაზღვის სოფლებიდან სანახაობრივი იორდანის რიფტული ველის და წითელი ზღვის ჩათვლით. ბილიკის ტერიტორიაზე დარჩენა შეგიძლიათ როგორც ფეინან ეკოლოჯში, ისე ადგილობრივ სახლებსა და ტურისტულ ბანაკებში. სულ ახლახანს სამმა იორდანელმა ქალმა განვლო ბილიკი 33 დღეში. თუ ვერ ახერხებთ სრული მანძილის დაფარვას, შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი შვიდ დღიანი მონაკვეთი პეტრადან ვადი რამამდე.

დანია, ორჰუსი 2017

9. ორჰუსი, დანია

ორჰუსი არასდროს ყოფილა ისეთი ცივი ჩრდილოეთში, როგორც კოპენჰაგენი ან სტოკჰოლმი, მაგრამ დანიის მეორე უდიდესი ქალაქი მზადაა ამოვიდეს, როგორც ჩრდილოეთის ახალი ვარსკვლავი. 2017 წლის კულტურის და გასტრონომიის რეგიონის ევროპული დედაქალაქის ტიტულით, ორჰუსი სცენაზე გამოვა თავისი სიმდიდრის წარმოსაჩენად: რესტორნები და მუზეუმები; ზოგი საუკეთესო სანაპირო, და მოლს ბერგე, დანიის ოთხი ეროვნული პარკიდან ერთ-ერთი, სადაც მანქანით მალე მიისლება. თქვენი აქაური რესტორნების სიაში აუცილებლად შეიტანეთ ჰარვერკი, სუბსტანსი, საართი, და ფრედერიკშო. აროსის არჰუსის ხელოვნებათა მუზეუმში ნახავთ კაშკაშა კოლექციებს, ასევე სერიოზულ ახალ რესტორანს ქალაქის ზოგიერთი საუკეთესო ხედით. როცა მომავალ ზაფხულს გაიხსნება კარმელი, 1920-იანებით შთაგონებული ბუტიკური სასტუმრო, ის იქნება ქალაქის ახალი მაგარი საყრდენი.

კოლუმბია 2017ფოტო: Alamy

10. კოლუმბია

ბოგოტა და კართაგენა სიცოცხლით სავსე იყო გასული რამდენიმე წელი, მაგრამ ახლანდელმა სამშვიდობო ნოტმა დაასრულა რა 52 წლიანი ბრძოლა კოლუმბიის სახალხო-პარტიზანულ ჯართან, ტურისტებს ისეთი ქალაქებიც მიიზიდავს, როგორიცაა მედელინი და კალი. ყავის მოყვარულებმა უნდა შეიხედონ შიდა სამზარეულოში და ეწვიონ ე.წ. ყავის სამეულ ქალაქს. თუ გსურთ, რომ ყავის მოსავლის აღებას დაესწროთ ვიზიტი დაგეგმეთ ნოემბრიდან მარტამდე. დასაწყისისთვის კარგია კასა გალავანტას კერძო მომსახურება გაფურჩქნული სიერა ნევადა სანტა მუერტეს მთიანი ზონის გულში, და პერეირას რეგიონში რვა ოთახიანი ჰაციენდა სან ხოსე.

ავტორი: გოჩა მახარაძე